გასტრონომიული კვირეული G.Vino-ში

ღონისძიების შესახებ

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, კვების ობიექტების ხელშეწყობის მიზნით, 22 სექტემბერიდან ჩატარდება „თბილისის გასტრონომიული კვირეული“.

კვირეული მოიცავს რიგი აქტივობებით დაკომპლექტებულ კულინარიულ ღონისძიებებს: გასტრონომიულ მასტერკლასებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებსა და ღვინის დეგუსტაციებს.

2020 წლის 22 სექტემბერს ღვინის ბარ G.Vino-ში გაიმართება სემინარი “ქართული ღვინის შეთავაზების სპეციფიკა” და ქართული ღვინის დეგუსტაცია.

სემინარს სომელიე გურამ მაისურაძე ჩაატარებს. ის ქართული ღვინის თავისებურებებზე ისაუბერბს, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ და შევთავაზოთ ქართული ღვინო სტუმრებს წარმომავლობის, კულტურისა და გემოვნების გათვალისწინებით.

ღონისძიება მსოფლიო ქალაქების კვებისა და გასტრონომიის პროფესიული ქსელის – Délice Network-თან თანამშრომლობით ტარდება.

დასწრება თავისუფალია.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიროთ შემდეგ ბმულზე:

https://forms.gle/WzNXmAFEFYFKPsUT8