საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა, რომლის გეოგრაფიული მდებარეობა მის უნიკალურ ბუნებას, მრავალფეროვან კულტურასა და გამორჩეულ სამზარეულოს განაპირობებს.
მთის და ზღვის კურორტები, დაცული ტერიტორიები, გამოქვაბულები და კანიონები, ხელუხლებელი ბუნება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ტრადიციული ცეკვა, პოლიფონიური მუსიკა და ღვინის კულტურის უძველესი ტრადიცია განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის საქართველოში წლის ნებისმიერ სეზონზე მოგზაურობას.