• ერთდღიანი ტური ლაგოდეხის ნაკრძალში
  • ტურის ხანგრძლივობა: 1 დღე
  • ფასი: 100 ₾
  • შეთავაზების თარიღი: 01.08.2020 - 31.10.2020
  • Facebook
  • +995 599 147 048
  • [email protected]

ტური ლაგოდეხის ნაკრძალში

გიდი გიორგი წიკლაური გთავაზობთ ერთდღიანი ტურს ლაგოდეხის ნაკრძალში. არაჩვეულებრივი ბუნება, ჰაიკინგი, ჩანჩქერში ბანაობა და კახური სუფრა!

– გასვლა თბილისიდან დილის 9 საათზე. შეკრების და გასვლის ადგილი – ვარდების მოედანი, ველოსიპედთან.
– მივდივართ ლაგოდეხის რაიონში (160 კმ) სოფელ ხიზაბავრაში.
– საზელმწიფო ნაკრძალის შესასვლელთან ვტოვებთ მანქანას და ფეხით მივყვებით ბილიკს. უნდა გავიაროთ 5 კილომეტრი ლამაზ ტყეში, მდინარის პირას, არაჩვეულებრივ ბუნებაში. შეიძლება წყალზე გადასვლაც მოგვიწიოს ხიდის გარეშე. მარშრუტი საშუალო სირთულისაა და მისი გავლისთვის 2-3 საათი დაგვჭირდება.
– მარშრუტი მთავრდება ნინოსხევის (იგივე გურგენიანის) ულამაზეს ჩანჩქერთან, რომლის სიმაღლე 40 მეტრს შეადგენს.
– ვისვენებთ, ვერთობით, ვბანაობთ ჩანჩქერში.
– ვბრუნდებით მანქანასთან და გადავდივართ ლაგოდეხში, სადაც გველოდება კარგი კახური სუფრა ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახში, თავისი მწვადით და ქვევრის ღვინით.
– ვბრუნდებით თბილისში.

* ტური შედგება 8-16 მონაწილის შემთხვევაში.
* ტურის ღირებულებაში შედის: კომფორტული ტრანსპორტი, გამყოლის დახმარება და სუფრა.

დაჯავშნე შეთავაზება / RESERVE NOW