ვახშამი ცაში • Dinner in the Sky

კომპანიის შესახებ

ქართული გასტრონომია ახალ დონეზე გავიდა. უნიკალური რესტორანი მსოფლიოში. ხელმისაწვდომია უკვე საქართველოშიც! ეს გაძლევთ საშუალებას რომ სულ სხვა თვალით შეხედოთ ვახშამს საქართველოში.

Dinner in The Sky Georgia – ეს არის ფრანჩიზული რესტორანი, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ფუნქციონირებს უკვე 15 წელია. ეს არის არაჩვეულებრივი რესტორანი, რომელიც გთავაზობთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ვახშმისგან ისეთი ადგილიდან, საიდანაც 360 გრადუსიანი ხედი იხსნება თბილისზე.

ცის პლატფორმა ჩამოკიდებულია მიწიდან 50 მეტრის სიმაღლეზე, სადაც ჩვენი შეფ-მზარეული თქვენ თვალწინ გაგიმზადებთ ფანტასტიურ მენიუს 4 კერძისგან ამავე პლატფორმის სამზარეულოში, რომელიც მის შუა ნაწილშია განთავსებული. ჩვენი სომელიე მოგაწვდით შეუზღუდავი ოდენობით ქართულ ღვინოს, ხოლო ჩვენი მუსიკოსები დაუკრავენ თქვენთვის ცაში, სანამ თქვენ ზიხართ, ისვენებთ და ტკბებით თბილისის გამაოგნებელი პანორამით.

არჩეულია Forbes.com-ის მიერ 10 ყველაზე უნიკალურ რესტორნის სიაში. რესტორანი “ვახშამი ცაში” ეს არის ერთ -ერთი უნიკალური სავახშმო გამოცდილება, რომელიც შეგიძლიათ განიცადოთ!

განურჩევლად იმისა, გსურთ გაატაროთ რომანტიული საღამო, თუ მოაწყოთ დაუვიწყარი დასვენება ოჯახისთვის, მეგობრებისთვის თუ კლიენტებისთვის, Dinner in The Sky Georgia აუცილებლად გახდება ნათელი მოვლენა თქვენი გაზაფხულისა და ზაფხულისთვის. აუცილებლად წამოიღეთ კამერა, რადგანაც თქვენ მოგინდებათ დააფიქსიროთ რამდენიმე გამაოგნებელი ღირსშესანიშნაობა, რომლებიც ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილების ნაწილად იქცევა.

  • +995 555 55 28 00
  • info@dinnerinthesky.ge