პროფკურორტი

2 დღე სამხრეთ საქართველოს უცნობი ადგილების აღმოსაჩენად. სამხრეთ საქართველო ერთ-ერთი მდიდარი მხარეა ისტორიული, კულტურული ღირსშესანიშნაობებისა და კულინარიის კუთხით. გზას თბილისიდან ახალციხისკენ დილით გავუყვებით. ახალციხესთან რამდენიმე კმ-ში მდებრეობს ურაველის ხეობა, ულამაზესი მდინარის მდინარის ხეობაში რამდენიმ სოფელია შემორჩენილი, ულამაზესი ლანდშაპტებითა და ისტორიული ნაგებობებით. ტური ორდღიანია, არის საფეხმავლო და კულტურული. მარშრუტის სირთულე – იოლი და საშუალო. პირველ დღეს მოვინახულებთ აგარის მონასტერს, წყორძას, ბაიების კომპლექსს, დავაგემობნებთ მესხურ კერძებს, ასევე გაგაცნობთ ტენილი ყველის ტექნოლოგიას. მეორე დღეს კი სოფელ ჭაჭკარს, სადაც არის უძველესი ქვაში ნაკვეთი საწნახელები, 400 წლიანი ვაზი, უძველესი ეკლესიის ნაშთები და უამრავი საცხოვრისი. ტურის ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, მესხური კერძების დაგემოვნება, ტენილი ყველის დეგუსტაცია, გიდის მომსახურება, ღამისთევა საოჯახო სასტუმროში.

შეთავაზებამდე დარჩენილია :

  • 00დღე
  • 00საათი
  • 00წუთი
  • 00წამი

დაჯავშნე შეთავაზება / RESERVE NOW