ღამის თბილისი

კულტურული, გასტრონომიული და გასართობი ადგილების მრავალფეროვნებით ღამის თბილისი მიმზიდველია, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

აქ ნებისმიერი ინტერესისა თუ გემოვნების მქონე ადამიანი შეძლებს სასურველი გარემოს აღმოჩენას. განსაკუთრებით აღსანიშნავია საკლუბო და საფესტივალო სცენა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია თბილისის სავიზიტო ბარათად იქცა და დედაქალაქს სახელი მსოფლიოს მასშტაბით გაუთქვა.

როგორც კლუბური ცხოვრების მოყვარულთათვის, ასევე ღამის საათებში მომუშავე მოქალაქეებისთვის, დედაქალაქში მოძრაობს ღამის ავტობუსი, რომელიც ყოველ პარასკევსა და შაბათს თბილისის ძირითადი კულტურული ეპიცენტრების გავლით გადაადგილდება. ჩვენი დედაქალაქი უსაფრთხო ქალაქების ჩამონათვალში მოწინავე ადგილზეა, რაც ტურისტებისათვის ღამის თბილისის აღმოჩენას კიდევ უფრო მიმზიდველსა და კომფორტულს ხდის.