კალეისი

კალეისი არის ორი ქართველი მეგობრის, თათა კაპანაძის და მარიამ ხუხუნაიშვილის შექმნილი ვერცხლის აქსესუარების ბრენდი, რომელიც ბაზარზე თავის დამკვიდრებას 2018 წლის ოქტომბრიდან იწყებს. კალეისის ნამუშევრები არის მინიმალისტური სტილის, მზადდება მაღალი ხარისხის ვერცხლით (სინჯი 925) და იფუთება სპეციალურ ბრენდირებულ ხის ყუთში.