• ჯუთა - ჭაუხის უღელტეხილი - აბუდელაურის ფერადი ტბები
  • ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე
  • ფასი: 80 ₾
  • შეთავაზების თარიღი: 15.09.2020 - 25.10.2020
  • Facebook
  • Instagram
  • +995 599 64 58 52
  • gion82@gmail.com

ჯუთა - ჭაუხის უღელტეხილი - აბუდელაურის ფერადი ტბები

გიდი გიორგი ნაბახტეველი გთავაზობთ, მოინახულოთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საფეხმავლო ბილიკი აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც ყაზბეგის რაიონს ხევსურეთთან აკავშირებს და დატკბეთ ჭაუხის უღელტეხილიდან აღმოსავლეთ კავკასიონის ულამაზესი ხედებით.
ღირსშესანიშნავი ადგილები:

• ჯუთა – ულამაზესი სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ხევის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე სნოსწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე.
• ჭაუხების მასივი და უღელტეხილი ერთ-ერთი ულამაზესი ლოკალური მთათა მასივი საქართველოში და მთელ კავაკასიონზე, მდებარეობს ყაზბეგის მუნიცილალიტეტში.
• აბუდელაურის ფერადი ტბები, მყინვარული (მორენული) წარმოშობის ტბები, აღმოსავლეთ საქართველოში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე როშკისწყლის მარჯვენა შენაკადის აბუდელაურის სათავეში, სოფლების როშკასა და ჯუთასთან ახლოს ზღვის დონიდან 2812 მეტრზე მდებარეობს. საზრდოობს თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით. ტბების მაქსიმალური დონე ზაფხულში აღინიშნება, მინიმალური კი ზამთარში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში (6 თვეზე მეტი) ტბები ყინულითაა დაფარული, რომლისგანაც მხოლოდ მაისის ბოლოს თავისუფლდება.
• სოფელი როშკა მდებარეობით და ბუნების ძეგლებით ერთ-ერთი გამორჩეული სოფელი ხევსურეთში, მდებარეობს ზღვის დონიდან 2000 მ. აღსანიშნავია როშკის გიგანტური ლოდები.


ტურის განრიგი
დღე 1:
• 08:00- შეხვედრა
• ჩასვლა სოფელ ჯუთაში
• ლაშქრობა ჭაუხების უღელტეხილის მიმართულებით
• ღამისთევა კარვებში უღელტეხილის საბანაკეზე
დღე 2:
• უღელტეხილის გადავლა
• თეთრი ტბა
• ლურჯი ტბა
• მწვანე ტბა
• სოფელი როშკა
• გამომგზავრება თბილისიკენ

ფეხით დასაფარი მანძილი 20 კმ.

ტურის ღირებულებაში შედის:
• ტრანსპორტირება
• საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღჭურვილობის ქირაობაში
• გიდი

ღირებულებაში არ შედის:
• კვება
• აღჭურვილობა.

ტური შედგება 10 მონაწილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
ტურის ღირებულება: 80 ლარი.
ტურზე დარეგისტრირებისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ ნომერზე :+995 599 645852

დაჯავშნე შეთავაზება / RESERVE NOW