ჯორჯიან მემორი • Georgian Memory

ქართული ბრენდი Georgian Memory, რომელიც საკმაოდ დიდი წარმატებით იმკვიდრებს თავს ბაზარზე, შეიქმნა 2018 წელს. ბრენდის ძირითად ხაზს წარმოადგენს ქართული თემატიკის ყელსახვევები. ჩვენს პროდუქტებზე დატანილი ილუსტრაციები მოგვითხრობს მცირე ფრაგმენტს საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ. თითოეული შარფი მოთავსებულია ბრენდირებულ ყუთში, რომელსაც მოყვება ბროშურა (ქართულ და ინგლისურ ენაზე), სადაც მოცემულია ინფორმაცია (მცირე ისტორია) თუ რა კავშირი აქვს შარფზე დატანილ ილუსტრაციას საქართველოსთან. ყელსახვევების ხაზს ახლახანს დაემატა ქართული თემატიკის სუფრები, თმის სამაგრები და ჰუდები. ჩვენს ბრენდს აქვს შარფების ცალკე ხაზი, რომლებზეც დატანილია ქართველი თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები. ამით პოპულარიზაციას ვუწევთ მათ შემოქმედებას, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ჩვენი პროდუქტები თავისი შეფუთვით, საინტერესო და დასამახსოვრებელი სუვენირია უცხოელი სტუმრებისათვის, რომელიც მათ ჩვენს ქვეყანას გაახსენებს.