• თბილისის ტური
  • ტურის ხანგრძლივობა: 3-3.5 საათი
  • ფასი: 0 ₾
  • შეთავაზების თარიღი : 18,19,25,26 ივლისი, 2020
  • +995 558 131415
  • Facebook
  • Web
  • tbilisiwalkingtour@gmail.com
  • 00დღე
  • 00საათი
  • 00წუთი
  • 00წამი

Tbilisi Free Walking Tours

ჩვენმა გუნდმა გადავწყვიტეთ რომ, საინტერესო იქნება ქართულ ენაზეც ჩავატაროთ უფასო საფეხმავლო ტურები, რომელიც ე.წ. “თიფსებზე” / “დონეიშენზე” იქნება და ვისაც რამდენის სურვილი ექნება, რამდენადაც მოეწონება ტური, იმ რაოდენობის თანხას დატოვებს!
აქამდე მხოლოდ უცხოელ სტუმრებთან ვმუშაობდით ამ პრინციპით, თუმცა დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწვიტეთ, რომ ქართულ ენაზეც ჩავატაროთ მსგავსი კონცეფციის ტურები.
გვინდა, რომ ჩვენებურად დაგანახოთ თბილისი, გაგატაროთ ნაცნობ და უცნობ ქუჩებში, გიამბოთ თბილისის ისტორია, ურბანული ლეგენდები და საინტერესო ფაქტები, როგორც წარსულიდან ასევე აწმყოდან! ეს არ იქნება ისტორიის მორიგი გაკვეთილი. ვეცდებით, რომ იყოს უფრო ხალისიანი და თბილი ტური!
აგრეთვე მოვინახულებთ 19-ე საუკუნის ლამაზ სადარბაზოებს, ფერად სახლებს, თბილისურ აივნებასა და ეზოებს.
ვნახავთ როგორც ტურისტულ, ისე არა ტურისტულ ადგილებს.
მოკლედ, თუ გინდათ თბილისი ნახოთ დეტალებში, გადაიღოთ ბევრი კარგი ფოტო, გაიხსენოთ კარგად მივიწყებული ძველი და გაიგოთ ახალიც, მაშინ შემოგვიერთდით!  !
——————————
აუცილებლად გასათვალისწინებელია:
——————————
1) თითო ჯგუფში იქნება მაქსიმუმ 15 ადამიანი. (თუმცა მეტი ადამიანის შემთხვევაში ადგილზე იქნება 2 გიდი)
2) ტურები ამ ეტაპზე ჩატარდება მხოლოდ შაბათ-კვირას
3) იქონიეთ პირბადე, რადგან რამდენიმე დახურულ სივრცეში მოგვიწევს შესვლა
4) დაიცავით დისტანცია.
5) აუცილებელად ჩაიცვით კომფორტულად და თან იქონიეთ წყალი
6) ტური დაახლოებით 3-3.5 საათს გაგრძელდება
7) გასავლელი მანძილი 4-5 კილომეტრამდე
——————————
შეხვედრის ადგილი პუშკინის სკვერი, თავისუფლების მოედანზე.
შეხვედრის დრო 12:00 საათი.  

დაჯავშნე შეთავაზება / RESERVE NOW