აღმოაჩინე თბილისი

თბილისი ვიზიტორებს პირველი ნახვისთანავე ხიბლავს. ქალაქის ვიწრო ქუჩებში, აღმოსავლურ  ხეივნებსა და ხმაურიან მოედნებზე სეირნობისას, უმნიშვნელო დეტალიც კი ყვება დედაქალაქის ისტორიას. თბილისის ტერიტორია 6000 წელზე მეტია დასახლებულია. ლეგენდის თანახმად, მეხუთე საუკუნეში ქალაქად მისი დაარსება მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. მეფე ტყეში ნადირობდა, როდესაც მისი შევარდენი ხოხობს დაედევნა. ფრინველები ცხელ წყალში ჩაცვივდნენ, საიდანაც ორთქლი ამოდიოდა. გაკვირვებულმა მეფემ ბრძანება გასცა, რომ ამ ადგილას ქალაქი გაშენებულიყო და სახელიც თბილ წყალთან კავშირის გამო დაერქვა. მეფე ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მემკვიდრემ მეფე დაჩიმ დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა.

  • ჩამოფრენა

    სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, თბილისი პირდაპირი ფრენებით არის დაკავშირებული თითქმის ყველა მთავარ რეგიონულ ქალაქთან. ფრენის ხანგრლივობა საშუალოდ 4 საათზე ნაკლებია.

  • გადაადგილება ქალაქში

    თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა მეტროს ორ ხაზს და ავტობუსების ქსელს მოიცავს. მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა შესაძლებელია დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე. ასევე, ღამის საათებში ქალაქის მასშტაბით გადაადგილება შესაძლებელია სპეციალური ღამის ავტობუსით (n222).

  • აეროპორტიდან ქალაქში/ქალაქიდან აეროპორტში

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოხვედრა #37 ავტობუსით 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. ავტობუსი 30 წუთიანი ინტერვალით მოძრაობს. ასევე, ხელმისაწვდომია ტაქსის მომსახურებით სარგებლობა.

  • სად დავრჩეთ ?

    თბილისი თანაბრდ არის ათვისეული საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდული სასტუმროებით. ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ურბანული სტილის და დიზაინის ადგილობრივი ბუტიკური სასტუმროები. ასევე ქალაქში შესაძლებელია ალტერნატიული და ხელმისაწვდომი airbnb -ს სერვისით სარგებლობა.

რჩევები მოგზაურებისგან