• სპეციალური შეთავაზება ქემფშეარისგან
  • შეთავაზების თარიღი : 22.07.2020 - 31.12.2020
  • +995 599 362 069
  • Web
  • Facebook
  • contact@campshare.ge

ქემფშეარი • CampShare

CampShare ახალი წამოწყებაა, რომელსაც სურს ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას, დაამკიდროს ლაშქრობის მაღალი კულტურა და ყველა ადამიანისათვის „თვალმისაწვდომი” გახადოს საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები. ამ მიზნის განსახორციელებლად, ჩვენ გთავაზობთ მაღალი ხარისხის სალაშქრო აღჭურვილობის გაქირავების სერვისს.

მართალია CampShare ახალი წამოწყებაა, თუმცა გუნდს ტურიზმის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ლაშქრობის, ტურისტებისათვის საინტერესო ტურების მოწყობისა თუ უბრალოდ დასახლებული პუნქტებისაგან მოშორებით ულამაზეს ადგილებში განტვირთვის კუთხით. სწორედ ქართული ბუნების სიყვარული გახდა ის განმაპირობებელი ფაქტორი, რომელმაც გადაგვაწყვეტინა სალაშქრო ინვენტარის გაქირავება შეგვეთავაზებინა მომხმარებელთათვის.