ქალაქის მთავარი მოედანი
ტურისტებისთვის საყვარელი ღირსშესანიშნაობა ერთ-ერთი ყველაზე ახალია ქალაქში. გაბრიაძის თოჯინების თეატრის შესასვლელთან მოწყობილი საათის კოშკი კარგად ასახავს სცენაზე დადგმული წარმოდგენების ხასიათს. ყოველი დღის 12 საათზე, თბილისის სტუმრები შთამბეჭდავი წარმოდგენის მოწმეები ხდებიან.
თბილისური ეზოების თვალსაჩინო მაგალითი
თბილისის ისტორიის მუზეუმი მდებარეობს განახლებულ ქარვასლაში, რაც ხაზს უსვამს აბრეშუმის გზის მნიშვნელობას ქალაქის განვითარებაში. მუზეუმში წარმოდგენილია 50,000-ზე მეტი არტეფაქტი, მათ შორის კერამიკული ექსპონატი, იარაღები, მუსიკალური ინსტრუმენტები, მონეტები და ბრინჯაოს პერიოდის ტექსტილის ნიმუშები.
თანამედროვე არქიტექტურის საფეხმავლო ხიდი მდინარე მტკვარზე, აკავშირებს თბილისის ისტორიულ ნაწილს რიყის პარკთან.
მტკვრის ნაპირზე გაშენებული პარკი ცნობილია თავისი გამწვანებით, მრავალფეროვანი ყვავილებით და სასეირნო ბილიკებით.
სასახლე დედოფალი დარეჯანის საზაფხულო რეზიდენცია იყო. ეს უნიკალური და ელეგანტური ნაგებობა გამოირჩევა ხის ფირუზისფერი აივნით, რომლიდანაც ძველი თბილისის ხედი იშლება.
ეკლესია ერთ-ერთი უძველესია თბილისში. ტაძარი მეტეხის კლდის თავზე მდებარეობს, საიდანაც საუკეთესო ხედი იშლება ძველ ქალაქზე.
თბილისში მოგზაურობა ტრადიციული გოგირდის აბანოს სტუმრობის გარეშე წარმოუდგენელია. აქ გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ, როგორც იზოლირებული ნომერი, ასევე გამოიყენოთ საერთო აუზი.
თბილისის უძველესი უბანი მნახველს ხიბლავს თავისი მრავალფეროვანი არქიტექტურითა და გამორჩეული ხედებით ძველ ქალაქზე.
აბანოთუბნიდან ვიწრო ხეობის გავლით რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს პატარა, თუმცა შთამბეჭდავი ჩანჩქერი, რომელიც ადრე თბილისის ბოტანიკური ბაღის ნაწილი იყო.
საქართველოს მეფეების მიერ გაშენებული ტერიტორია, თბილისის ბოტანიკურ ბაღს წარმოადგენს. აქ შეგიძლიათ სასიამოვნოდ გაატაროთ საღამო და დაათვალიეროთ ბაღის მრავალფეროვანი ექსპონატები.
თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ადგილზე მდებარეობს ნარიყალას ციხესიმაგრე, რომელიც მე-4 საუკუნით თარიღდება. ციხესიმაგრიდან იშლება საუკეთესო პანორამული ხედები ქალაქზე.
ამ 20 მეტრიან ალუმინის სიმბოლოს ერთ ხელში ღვინის თასი უჭირავს, ხოლო მეორეში ხმალი. ქანდაკება თბილისისთვის განსაკუთრებით სახასიათოა და ხაზს უსვამს ქალაქის სტუმართმოყვარეობასა და მტერთან გმირულად ბრძოლას.
ეს ძველი სახლი მნახველების ყურადღებას იქცევს თავისი ფერადი ვიტრაჟებით, რომელიც უნიკალურია ქალაქისთვის. შენობა მე-19 საუკუნით თარიღდება და წარმოადგენს გამორჩეულ ღირსშესანიშნაობას, რომლის ფასადზეც შემონახულია ასწლოვანი ფერადი ვიტრაჟი.
ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტი ორბელიანის მოედანზე განხორციელდა. აქ მნახველებს შეუძლიათ დაათვალიერონ თბილისისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი სახლები, მისი ტრადიციული თბილისური ეზოები და მდიდრულად გაფორმებული სადარბაზოები. გარდა ამისა, მოედნის ცენტრში მდებარეობს ქალაქში ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი ყვავილების ბაზარი
ყოფილი სასტუმრო ლონდონი წარმოადგენს არტ ნუვოს სტილის საუკეთესო ნიმუშს, ამჟამად კი საცხოვრებელი სახლია. სასტუმრომ უმასპინძლა უამრავ ცნობილ სტუმარს, როგორებიცაა ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი და რუსი კომპოზიტორი ჩაიკოვსკი.
მშრალ ხიდზე შეხვდებით ყველაფერს, დაწყებული უმნიშვნელო ძველმანებიდან, დამთავრებული თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებით.
თბილისის ამ ისტორიულ უბანში გვხვდება სხვადასხვა არქიტექტურული სტილის მონაცვლეობა, როგორც რენესანსული და ბაროკო, ასევე კლასიცისტური და თანამედროვე. შენობები ცნობილია მდიდრულად მოწყობილი, არტ-სალონის და როკოკოს ორნამენტებით გაფორმებული სადარბაზოებით.
შეკრებისა და სოციალიზაციის ალტერნატიული ინდუსტრიული ადგილი, განსაკუთრებით პოპულარულია, როგორც ადგილობრივ ისე მოგზაურ ახალგაზრდებს შორის.
მთაწმინდაზე ქალაქის ხედებით დასატკბობად ასვლა ყველაზე მოსახერხებელი თბილისის ფუნიკულიორის საშუალებით არის.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველაზი დიდი ტაძარი ელიას მთაზე მდებარეობს. კათედრალი წამოადგენს ქართული არქიტექტურის კლასიკურ ნიმუშს.
ეს მასიური მონუმენტი წარმოადგენს საბჭოთა ბრუტალური არქიტექტურის ნიმუშს ადგილობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით. ნაგებობა თემატურად ასახავს საქართველოს ისტორიასა და ბიბლიურ სცენებს.
მილიონზე მეტი ნიმუშით მუზეუმის ფონდი წარმოდგენილია არქეოლოგიური, ისტორიული, ეთნოგრაფიული, გეოლოგიური, ნუმიზმატური, ბოტანიკური და ზოოლოგიური კოლექციებით. შენობის ბოლო სართულზე მდებარეობს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, რომელშიც დაცულია ნიმუშები საქართველოს საბჭოთა წარსულიდან (1921-1991).
შენობები წარმოადგენს საბჭოთა ბრუტალური არქიტექტურის ნიმუშს. სამი საცხოვრებელი სახლი ერთმანეთთან ხიდებით არის დაკავშირებული.
არქეოლოგიის მუზეუმი ყოფილი წყლის რეზერვუარია, რაც შენობის სტრუქტურას განსაკუთრებით უსვამს ხაზს. მუზეუმი შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს და ქალაქს გადაჰყურებს.
ყოფილი გზების სამინისტრო ყველაზე ცნობადი და გამორჩეული შენობა იყო საბჭოთა თბილისში. ამჟამად ის საქართველოს ბანკის მთავარი ოფისის ფუნქციას ასრულებს