სემინარი "თბილისი - გასტრონომიული ქალაქი"

ღონისძიების შესახებ

 თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, კვების ობიექტების ხელშეწყობის მიზნით, 22 სექტემბერიდან „თბილისის გასტრონომიული კვირეული“ ჩატარდება.

 კვირეული მოიცავს რიგი აქტივობებით დაკომპლექტებულ კულინარიულ ღონისძიებებს: გასტრონომიულ მასტერკლასებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებსა და ღვინის დეგუსტაციებს.

2020 წლის 29 სექტემბერს რესტორან „ზალაში“ გაიმართება სემინარი თემაზე „თბილისი გასტრონომიული ქალაქი“, რომელსაც წარუძღვება გასტრონომიული კულტურის მკვლევარი დალი ცატავა. სემინარზე განხილული იქნება თბილისური სამზარეულო და მისთვის დამახასიათებელი კერძები; ინგრედიენტები და მათი გამოყენება; თბილისის გასტრონომიული კულტურა და ა.შ.

დასწრება თავისუფალია.

სემინარზე დასასწრებად გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე: https://rb.gy/jhuviw

  • თ. ჭოველიძის ქ.N24