თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, კვების ობიექტების ხელშეწყობის მიზნით, 22 სექტემბერიდან „თბილისის გასტრონომიული კვირეული“ ჩატარდება.
კვირეული მოიცავს რიგი აქტივობებით დაკომპლექტებულ კულინარიულ ღონისძიებებს: გასტრონომიულ მასტერკლასებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებსა და ღვინის დეგუსტაციებს.
2020 წლის 28 სექტემბერს რესტორან „აჰ ტურფავ-ტურფავ“-ში გაიმართება სემინარი თემაზე „თანამედროვე ქართული სამზარეულო“, რომელზეც იაუბრებს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცის დამფუძნებელი დადუნა ღლონტი.
დასწრება თავისუფალია.