თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, კვების ობიექტების ხელშეწყობის მიზნით, 22 სექტემბერიდან „თბილისის გასტრონომიული კვირეული“ ჩატარდება.
კვირეული მოიცავს რიგი აქტივობებით დაკომპლექტებულ კულინარიულ ღონისძიებებს: გასტრონომიულ მასტერკლასებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებსა და ღვინის დეგუსტაციებს.
2020 წლის 25 სექტემბერს რესტორან „Z10“-ში გაიმართება სემინარი „გაცოცხლებული კულინარიული ისტორიები“.
სემინარს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცის დამფუძნებელი, ქეთი კვიჭიძე ჩაატარებს. სემინარზე საუბარი იქნება ქართული კერძების ახლებურ რეცეპტებზე, ევროპული სამზარეულოს გავლენაზე, მე-20 საუკუნის ქართველი კონდიტერის ლუიზა საბაშვილის რეცეპტებზე და შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ მისი რეცეპტების მიხედვით მომზადებული კერძები.
დასწრება თავისუფალია.
დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: