სემინარი "ადგილწარმოშობის ღვინოები"

ღონისძიების შესახებ

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, კვების ობიექტების ხელშეწყობის მიზნით, 22 სექტემბერიდან „თბილისის გასტრონომიული კვირეული“ ჩატარდება.
 
კვირეული მოიცავს რიგი აქტივობებით დაკომპლექტებულ კულინარიულ ღონისძიებებს: გასტრონომიულ მასტერკლასებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებსა და ღვინის დეგუსტაციებს.
 
2020 წლის 30 სექტემბერს, ღვინის ბარ სულიკოში გაიმართება სემინარი” ადგილწარმოშობის ღვინოები” და ქართული ღვინის დეგუსტაცია. სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მეღვინეები მცირე მარნებიდან, რომლებიც ყურადღებას გაამახვილებენ ღვინის დაყენების ტექნოლოგიებზე, ადგილწარმოშობის ღვინოებზე და წარმოადგენენ საკუთარ ღვინოებს.
 
დასწრება თავისუფალია.
 
 სემინარზე დასასწრებად გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე: shorturl.at/JKV07
  • მ. ზანდუკელის ქ.N8