კულინარიული მასტერკლასი თეკუნა გაჩეჩილაძესთან ერთად

ღონისძიების შესახებ

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, კვების ობიექტების ხელშეწყობის მიზნით, 22 სექტემბერიდან „თბილისის გასტრონომიული კვირეული“ ჩატარდება.
 
კვირეული მოიცავს რიგი აქტივობებით დაკომპლექტებულ კულინარიულ ღონისძიებებს: გასტრონომიულ მასტერკლასებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებსა და ღვინის დეგუსტაციებს.
 
2020 წლის 5 ოქტომბერს, 19:00 გაიმართება კულინარიული მასტერკლასი რესტორან “რესპუბლიკა 24-ში”. მასტერკლასს წარუძღვება შეფი თეკუნა გაჩეჩილაძე.
 
დასწრება თავისუფალია.
 
სემინარზე დასასწრებად გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე: https://rb.gy/jhuviw
  • პირველი რესპუბლიკის მოედანი